Saturday, February 9, 2013

ბიოგრაფია და მოღვაწეობა



     საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი, წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილიდაიბადა 1863 წლის 3 იანვარსოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურშიაზნაურის ოჯახში სულ პატარას გარდაეცვალა მამასიმონ თაყაიშვილიხუთი წლისას კი - დედაცსამიოდე წლისა ხიდან გადმოვარდა და ფეხი მოიტეხარადგან წესიერი ექიმი ვერ გამოუძებნეს ის სამუდამოდ დაკოჭლდა 
     შვიდი წლის ექვთიმე ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში შეიყვანეს. ამ სკოლაში საღმრთო სჯულს ასწავლიდა ცნობილი პედაგოგი დეკანოზი სიმონ ქიქოძე, გამოჩენილი ქართველი მოღვაწის წმიდა გაბრიელი ეპისკოპოსის ძმა. სიმონ ქიქოძემ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ექვთიმეზე. იგი მოსწავლეებს უკითხავდა ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და სხვა ქართველ მწერალთა ნაწარმოებებს, ასწავლიდა ლექსებს.
     ოზურგეთში სწავლისას დაუახლოვდნენ ერთმანეთს ექვთიმე თაყაიშვილი და შემდგომ ცნობილი მეცნიერი ნიკო მარი. ეს ნაცნობობა შემდეგ დიდ მეგობრობაში გადაიზარდა.
     1883 წელს წარმატებით დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და სწავლა გააგრძელა პეტერბურგის უნივერსტიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზერომელიც 1887 წელს კანდიდატის ხარისხით დაამთავრადაკავებული იყო პედაგოგიური საქმიანობითასწავლიდა ბერძნულ და ლათინურ ენებსისტორიასა და გეოგრაფიას.
     მე-19 საუკუნის 90-იან წლებში ექვთიმე თაყაიშვილი მთელი გატაცებით აგროვებდა საქართველოს სიძველეებსხელნაწერებსარქეოლოგიურ მასალასშინამრეწველობის ნიმუშებსცდილობს მათ მეცნიერეულ შესწავლა-დამუშავებასდაუახლოვდა სახელგანთქმულ მეცნიერს დიმიტრი ბაქრაძეს და საბოლოოდ გადაწყვიტა ისტორიკოსობა - ეს კეთილშობილურიმაგრამ მძიმე საქმედიმიტრი ბაქრაძეს მაშინ დაუახლოვდაროცა საქართველოს წარსულის ძეგლები მიმოფანტული იყო და განწირული დასაღუპავადმაგრამ რადგან ამგვარი საქმიანობა ბევრ დროს მოითხოვდა, 1904 წელს თავი დაანება ოფიციალურ სამსახურს და საარსებო წყარო რომ ჰქონოდაგიმნაზიაში ისტორიას ასწავლიდა
     1907 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა დააარსა საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებარომლის პირველი თავმჯდომარე თავად იყოქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების შესწავლის მიზნით თურქეთში სამი ექსპედიცია მოაწყორომლის მიზანი ქართული მონასტრების შესწავლა და აღწერა იყოივანე ჯავახიშვილთან ერთად 1918 წლის 26 იანვარს ექვთიმე თაყაიშვილმა დააარსა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიიგი იყო უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი პროფესორი და არქეოლოგიური კათედრის გამგემაგრამ 1921 წელს იძულებული გახდა დაეტოვებინა კომუნისტური ხელისუფლების მიერ ანექსირებული საქართველო და წასულიყო ემიგრაციაში.
     დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე და ამავე დროს საქართველოს მუზეუმების ზედამხედველიექვთიმე ხაზინის ქონებასთან ერთად საფრანგეთში მეთვალყურეობდა საქართველოს მენშევიკური მთავრობის მიერ გატანილ სამუზეუმო განძეულსგანძეულის დაცვა მეტად რთული საქმე აღმოჩნდაჯერ იყო და საფრანგეთის მთავრობამ გააუქმა საქართველოს მენშევიკური მთავრობის ლეგიტიმურობაშემდეგ სალომე დადიანმა (მენგრელსკაია-ობოლენსკაიამ), პარიზის სასამართლოში ორჯერ აღძრა საქმე ექვთიმე თაყაიშვილის წინააღმდეგ საგანძურის ვითომდა მისი კუთვნილი წილის ჩამორთმევის მიზნით
     მეორე მსოფლიო ომის დროს კიუკვე ნაცისტებმა მოინდომეს ვერსალის ბანკში დაცული საქართველოს განძის ხელში ჩაგდებადრო არ ითმენდაგანძეულს ოკუპირებული პარიზიდან ვერ გაიტანდნენამიტომ გადაწყდაძვირფასეულობა სარდაფში ჩაეტანათ და ყუთებისთვის ზემოდან სამშენებლო ნაგავი დაეყარათომის პერიოდში მოხუცი პროფესორი არამარტო განძეულს მეთვალყურეობდაარამედ შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობას.
ემიგრაციაში მყოფი ქართველი მეცნიერი გამუდმებით ცდილობდა განძეულის საქართველოში დაბრუნებასწერდა წერილებს საბჭოთა საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობებსმაგრამ ამაოდექვთიმე თაყაიშვილი თავის მოგონებებში წერს: „გერმანელების მიერ საფრანგეთის აღების შემდეგ მუდმივ შიშსა და ტერორში ვიყავიაღარც საარსებო საშუალება მქონდა
     ასეთი გაჭირვების მიუხედავად არამც თუ სახელმწიფო ნივთიარამედ ჩემი საკუთარი ისტორიული ნივთებიც არ გამიყიდია…. თუმცამქონდა ისეთი ნუმიზმატიკური ერთეულებირომ შემეძლო გავმდიდრებულიყავი… დაწყევლილი მყავდა ყოველი ქართველირომელიც ისტორიულ ნივთს სამშობლოს დაუკარგავდაგამოცხადებული მქონდარომ ასეთი ნივთი ჯერ ჩემთან უნდა მოეტანათ და თუ ვერ შევიძენდიმფლობელს მხოლოდ მაშინ შეეძლო მისი უცხოელზე გაყიდვა.“ 1944 წლიდან საფრანგეთის დროებითი მთავრობის სათავეში დეგოლის მოსვლისთანავე აღდგა დიპლომატიური ურთიერთობები საფრანგეთისა და საბჭოთა კავშირის მთავრობებს შორისსაბჭოთა კავშირის ელჩს საფრანგეთშიბოგომოლოვს დავალებული ჰქონდა მოეგვარებინა სამუზეუმო განძეულის საქართველოში დაბრუნების საკითხი
     1944 წელს მოსკოვში ვიზიტამდე დეგოლმა სხვადასხვა არხით გაარკვია თუ რა ჩაეთვლებოდა სტალინთან შეხვედრისას დადებითად და მოსკოვში გამგზავრებამდე გასცა ბრძანება მოეხსნათ ყადაღა ქართული განძისთვის და დაებრუნებინათ იგი საქართველოსთვისექვთიმე თაყაიშვილის ჯანმრთელობამ ვეღარ გაუძლო ცივ და ნესტიან საცავშიზოგჯერ ლუკმა-პურის გარეშე ხანგრძლივ მუშაობას და სწორედ ამ დროს ფილტვების ანთებით დაავადდამის დასახმარებლად საქართველოდან შალვა ამირანაშვილი ჩავიდა და განძის გასამგზავრებლად ჩალაგებაში დაეხმარაექვთიმე თაყაიშვილს ერთადერთი სათხოვარი ჰქონდა საბჭოთა ხელისუფლებასთან: „შილიფად ვარდა გთხოვთ სამოსი გამომიგზავნოთო“. 
     ექვთიმემ თავის დროზე მოიგერია როგორც ამერიკის მუზეუმისისე ინგლისელთა შემოტევა განძის ნაწილის შეძენის შესახებგაუძლო ყოველგვარ და ყოველმხრივ ზეწოლას და ჯანმრთელობაშელახულიმხცოვანი მეცნიერი 1945 წლის 5 აპრილს თვითმფრინავით გამოემგზავრა საქართველოში უკლებლივ ყველა ექსპონატთან ერთადთვითმფრინავი რომისბენ-ღაზისკაიროს და თეირანის გავლით 11 აპრილს ჩამოფრინდა თბილისშისაზოგადოება დიდი პატივითმოწიწებითა და მადლიერებით შეხვდა ეროვნული განძის მცველს
    სამშობლოში დაბრუნებამ ოთხმოც წელს გადაცილებულ მეცნიერს ენერგია გაუორკეცასაქართველოში გატარებული რვა წლის განმავლობაში ექვთიმემ იმდენი საქმის გაკეთება მოასწრორომ ერთი სოლიდური მეცნიერის სიცოცხლეს ეყოფოდავერცერთი ქართველოლოგი ვერ აუვლის გვერდს მის ნაშრომებს საქართველოს ისტორიისარქეოლოგიისეთნოგრაფიისეპიგრაფიკისნუმიზმატიკისფილოლოგიისრუსთველოლოგიისფოლკლორისტიკისა და ლინგვისტიკის სფეროშისაბჭოთა ხელისუფლება შეაშფოთა ექვთიმეს ასეთმა პოპულარობამსიცოცხლის ბოლო პერიოდი მან შინაპატიმრობაში გაატარადააპატიმრეს მისი ერთადერთი ქალიშვილიმასთან მხოლოდ რამდენიმე უახლოესი ადამიანი თუ ბედავდა მისვლას.
     როდესაც ექვთიმე თაყაიშვილი გარდაიცვალამის სახლთან ჩეკისტები იდგნენ და ხალხს პანაშვიდზე შესვლას უშლიდნენპროფესორის დაკრძალვას 1953 წლის მარტის ცივ და ქარიან დღესვაკის სასაფლაოზე 50-მდე ადამიანი დაესწრო.
     1963 წელს ექვთიმე თაყაიშვილის დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებითმისი ნეშტი ვაკიდან დიდუბის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენესიქვე გადმოასვენეს მისი საფრანგეთში გარდაცვლილი მეუღლისნინო პოლტორაცკაიას ნეშტიცდღეს მისი სახელი ჰქვია ერთერთ ქუჩას ვაკეშივერის ბაღში დგას მოქანდაკე ავალიშვილის მიერ შესრულებული ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლი.
     2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ექვთიმე თაყაიშვილი წმინდანად შერაცხა და მას სახელად „წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი“ უწოდა. 2003 წლის მაისში თბილისში მისი სახლ-მუზეუმი და სამლოცველო გაიხსნაექვთიმე ღვთისკაცის ხსენების დღედ დაწესდა 3 იანვარი.









ვიდეო





ფოტო